თბილისში, ვარკეთილში მდებარე ტექნიკის მაღაზია „სმაილი“ გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ორი ჰოვერბორდი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.