რობი უილიამსი თბილისშია. ვარსკვლავის კერძო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 საათსა და 15 წუთზე დაეშვა და პირველი კომენტარი „მოამბეს" ჩამოსვლისთანავე მისცა.
უილიამსი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ საქართველო და ქართველი პუბლიკა ყოველთვის აინტერესებდა.
„მე ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი", - განაცხადა ვარსკვლავმა „მოამბესთან" კომენტარში.