„ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“, ძალიან ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„რას დაამსგავსეთ ეს პარლამენტი? ყალბი პათეტიკით ლაპარაკს და რეპლიკებს თავი დაანებეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებთ ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.