logo_geo
eng_logo
გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული
- +

23 მარტი. 2019. 14:57

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სროლის დროს, რასაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრა მოყვა, კიდევ ერთი პირია დაშავებული.

 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ბესიკ შუბითიძეს მდინარე ალაზნის მიმდებარედ გეგმური შემოწმების დროს, ნავში მყოფმა ორმა ნიღბიანმა ესროლა, რასაც შუბითიძის მხრიდან საპასუხო გასროლა მოყვა. შედეგად, ფეხის არეში დაიჭრა ერთი პირი, რომელმაც თავდაპირველად მიმავლა მოახერხა. აღნიშნული პირი პოლიციამ გვიან ღამით დააკავა. იგი ამჟამად გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალშია“ მოთავსებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner