უმრავლესობის წევრის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით 2011 წლის 26 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო.
როგორც პაპუაშვილმა გადაცემა „მაესტროს ფაქტორში" საუბრისას განაცხადა, იმედია, 2011 წლის 26 მაისის დარბევა აღარ განმეორდება.
„პარლამენტში ვისაუბრე იმაზე, თუ რა გადახდა ხალხს 2011 წლის 26 მაისს. ეს ჩვენი გონებდან, ჩვენი გულიდან, სანამ ცოცხლები ვართ, არ წაიშლება.
აი ასე დამამახსოვრდა მე 2011 წლის 26 მაისი და ღმერთმა ქნას მომავალმა თაობებმა უფრო მხიარულად აღნიშნონ ეს დღე, ვიდრე მე და ჩემმა თაობამ.
ჩემმა და უფროსმა თაობამ ნახა ის პირწმინდად ჯოჯოხეთური უბედურება, რაც რუსთაველის გამზირზე ტრიალებდა 26 მაისის გამთენიისას."- განაცხადა პაპუაშვილმა.