ფოთში, ნაბადის უბანში, ზღვის სანაპიროზე გიგანტური კუ იპოვეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, კუ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზღვის სანაპიროზე გამორიყული ნახა. ის დაახლოებით ორი მეტრი სიგრძისა იყო და 70 კილოგრამამდე იწონიდა. თვითმხილველების ცნობით, კუს მპოვნელის სახლიდან რეპტილია მოგვიანებით სხვა პირებმა წაიყვანეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგანტური კუ ბათუმის დელფინარიუმში გადაიყვანეს. თუმცა, ამას დელფინარიუმში უარყოფენ. ბათუმის დელფინარიუმის პიარმენეჯერის, ბერდია კუტუბიძის განცხადებით, მათთან გიგანტური კუ არ გადაუყვანიათ.