ნორვეგიაში საკრუიზო გემის Viking Sky-ის ევაკუაცია დაიწყეს. გემს ცუდი ამინდის პირობებში ძრავა გაუფუჭდა. გემის ბორტზე 1300 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებია ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC“ ავრცელებს.
Viking Sky მორიო ორ-როსმდალის გუბერნიის სანაპიროსთან მდებარეობს, რომელიც ნორვეგიის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ნაწილად მიიჩნევა.