logo_geo
eng_logo
კვლევა: კაცები და ქალები ტკივილს განსხვავებულად განიცდიან
- +

24 მარტი. 2019. 01:54

 

 

მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონამდე ადამიანი ქრონიკული ტკივილებისგან იტანჯება. ამასთან ქალებს კაცებზე უფრო ხშირად აწუხებთ ართრიტი, ფიბრომიალგია და შაკიკი.

 

დღეს უმეტესობა ტკივილგამაყუჩებელი საშუალება შეიცავს ოპიუმს ან სალიცილის მჟავას, რომლებიც საკმაოდ კარად აკავებენ მტკივნეულ შეტევებს, მაგრამ სუსტად ახდენს გავლენას ქრონიკულ ტკივილებზე, რომლებიც რამდენიმე თვე და ხანდახან წლობითაც გრძელდება.

 

ახლახან ამერიკის შტატ ტეხასში, დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კაცებს და ქალებს ტკივილის მიმართ განსხვავებული ბიოლოგიური რეაქციები აქვთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზმების განსხვავებულად აღიქვამენ წამლებსაც, შესაბამისად ორივე სქესს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.

 

ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნეიროპათიური ტკივილის სინდრომის მქონე კაცებში უფრო აქტიური უჯრედები მაკროფაგები იყო, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილია. რაც შეეხება ქალებს, უფრო აქტიური იყო ნეიროპეპტიდები, ანუ ნეირონების მიერ გამოყოფილი ცილა.

 

მეცნიერების თქმით, ეს იყო პირველი სამეცნიერო დასტური იმისა, რომ ტკივილი დამოკიდებულია სქესზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner