„ქვეყანამ, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული, დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით არ უნდა აღნიშნოს", - მიაჩნია „სახალხო კრების" წევრს გია ბურჯანაძეს. როგორც მან „რეპორტიორს" განუცხადა, 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სამართლიანად და ობიექტურად არ ჩატარებულა.
„როგორც ჰიტლერი არ უნახავთ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ისე სააკაშვილი და მერაბიშვილი არ უნახავთ დარბევის ღამეს რუსთაველზე. ბესო ტაბატაძეს თვალები მერაბიშვილმა დასთხარა? ნიკა კვინტრაძე ვანომ მოკლა? ეს შემსრულებლებმა გააკეთეს, რომლებიც ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც დამკვეთები. დამკვეთს რომ 4 წელს უსჯი, მაშინ გამოდის, შემსრულებელს ბოდიში უნდა მოუხადო და გაუშვა. არაა ადეკვატური გამოძიება", - განუცხადა „რეპორტიორს" ბურჯანაძემ.