logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ანომალია იყო, სააკაშვილმა ხალხის სისხლით მორწულ მიწაზე რომ აღლუმი ჩაატარა!
- +

26 მაისი. 2016. 02:50



„2011 წლის 26 მაისს მოხდა არა უბრალოდ აქციის დარბევა, არამედ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომლის დროსაც განხორციელდა ადამიანების წამება და ფიზიკური განადგურება", - ასე იხსენებს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სანდრო ბრეგაძე. როგორც რეპორტიორს" ბრეგაძემ  განუცხადა, უახლოეს მომავალში დადგება დრო, როდესაც 2011 წლის 26 მაისის გამო ყველა პასუხს აგებს.



საქართველოს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ვანდალური აქტი. ეს იყო ტრაგედია, რომლის ავტორია დამნაშავე ხელისუფლება.

 

მეორე მხრივ, 26 მაისმა მაშინ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმს მომპალი ჰქონდა ძირები და დიდხანს ვერ გაძლებდა. ეს იყო სააკაშვილის დიქტატორული მმართველობის  დამარცხების ერთ-ერთი ეტაპი.

 

რაც შეეხება სამხედრო აღლუმს, ის ღონისძიებები, რაც წელს 26 მაისს ტარდება, სავსებით ნორმის ფარგლებშია. ანომალია იყო, სააკაშვილმა ხალხის სისხლით მორწულ მიწაზე რომ აღლუმი ჩაატარა", - განუცხადა რეპორტიორს" ბრეგაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner