logo_geo
eng_logo
15 მარტიდან ავტომობილის მფლობელებმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა განახორციელონ
- +

24 მარტი. 2019. 19:50

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში მთავრობამ ცვლილება შეიტანა. ამის შესახებ მთავრობის 15 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების მიხედვით საქმე ეხება გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებას.

 

ახალი დადგენილების მიხედვით, ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების და ამ ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში, განახორციელოს.

 

რაც შეეხება გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს, ის უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე ინსპექტირების ანგარიშის სარეგისტრაციო ნომერს, თარიღს; ინსპექტირების ცენტრის დასახელებას;

 

ინსპექტირების ცენტრის მისამართს, ტელეფონის ნომერს;

 

ინსპექტირების ცენტრის ხელმძღვანელის გვარს, სახელს;

 

ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ნომერს;

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყის მონაცემებს, როგორიცაა: მფლობელი; VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი);

 

დამამზადებლის საფირმო დასახელება; მარკა და ტიპი ან/და მოდელი; ძრავას მარკა; ძრავას მუშა მოცულობა (სმ​3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ);

 

სრული მასა, კგ; აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ; ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ; ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ; გაბარიტული ზომები, მმ; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილ მახასიათებლებსა და მათ მნიშვნელობას;

 

დასკვნას ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით; ინსპექტირების ცენტრის პასუხისმგებელი პირის გვარს, სახელს, ხელმოწერას, ბეჭედს.

 

ტექნიკური რეგლამენტი ქვეყანაში 2014 წლიდან მოქმედებს. შესაბამისად ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ მოპედის გარდა ყველა სახის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე. ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელზეც ხდება აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება, მოხსნა, დაყენება და პარამეტრების შეცვლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner