logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

25 თებერვალი. 2016. 18:31


დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 95 წელი შესრულდა. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია ომის გამოუცხადებლად საქართველოში შემოიჭრა. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში მონაწილე იუნკერთა დიდი ნაწილი დაიღუპა. 25 თებერვალს რუსეთის არმიამ თბილისი აიღო.


2010 წელს საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ზაზა მესხმა თანამშრომლებთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სამსახურის თანამშრომლებმა იუნკერთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ანსამბლმა „მშვიდობამ" ჰიმნი შეასრულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner