ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას "ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, ისინი დააკვირდებიან თუ რა შედეგს მოიტანს დღევანდელი ყრილობა როგორც პარტიისთვის, ასევე ერთიანი ოპოზიციისთვის.
„ვნახოთ დღევანდელი ყრილობა და ზოგადად ერთიანი ოპოზიციური ძალისხმევა რა შედეგებს დააყენებს ახლო მომავალში. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ენმ-თან ერთად ჩვენ საინტერესო პროექტს და კამპანიას ვაწარმოებთ, ეს არის მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.