logo_geo
eng_logo
ბიზნესმენი პაატა ნოზაძე დიდ დიღომში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბიზნესპარტნიორს ადანაშაულებს
- +

24 მარტი. 2019. 22:04

 

17 მარტს, დიდ დიღომში ხანძრის შედეგად დამწვარი საწყობის მფლობელი, ცეცხლის განზრახ გაჩენაში ყოფილ ბიზნესპარტნიორს ადანაშაულებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა პაატა ნოზაძემ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ყოფილ ბიზნესპარტნიორ თენგიზ ჭანტურიასთან 5 წლიანი სასამართლო დავა აქვს და სწორედ ამას უკავშირებს საწყობისთვის ხანძრის გაჩენას. პაატა ნოზაძის ვერსიით, მისმა ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ცეცხლის გასაჩენად ის მოქალაქე დაიქირავა, რომელიც შემთხვევის ადგილას მაშველებმა დაშავებული იპოვეს.

 

„ჩემი ვერსიით, ეს ბიჭი შემოვიდა ჭანტურიას საწყობის მხრიდან, კარი გასაღებით გააღო და 4 მეტრიანი რკინის ღობიდან, ჩვენს მხარეს, სავარაუდოდ, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსგავსი ასაფეთქებელი გადმოაგდო“, - აღნიშნავს პაატა ნოზაძე.

 

ბიზნესმენის ინტერვიუს სრულ ვერსიას „კვირის პალიტრის“ 25 მარტის ნომერში იხილავთ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner