logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძემ NATO-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა
- +

25 მარტი. 2019. 00:19

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე NATO-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს დღეს ეწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს, საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს NATO-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

 

მხარეებმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. NATOS-ს გენერალურმა მდივანმა NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ალიანსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner