logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: მირჩევნია მოვკვდე ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვითანამშრომლო
- +

25 მარტი. 2019. 01:45

 

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და მთაწმინდის მაჟორიტარად აპირებს კენჭის ყრას. როგორც ის აცხადებს, დღეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების აზრს გამოხატავს. ამის შესახებ მან "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი განცხადებით, დღეს საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ იქნება ასოცირებული.

 

„დღეს სამწუხაროდ საზოგადოების მოთხოვნას ვერ პასუხობს ვერცერთი პოლიტიკური ძალა. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვითანამშრომლო. ჩემი პოლიტიკური ამოცანაა, რომ განსასჯელის სკამზე დავსვა მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner