logo_geo
eng_logo
სამცხე-ჯავახეთში ცოლებზე მოძალადე ქმრები დააკავეს
- +

25 მარტი. 2019. 02:31

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთმა პირმა არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას ბორჯომის რაიონში, ყოფილ ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, უწყებაში ამბობენ, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოს მკვიდრმა ფიზიკური შეურაცხყოფა ცოლს მიაყენა.

 

ორივე საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner