„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი 2011 წლის 26 მაისი დარბევას იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ქართველი კაცი საქართველოს უახლესი ისტორიის სახეა.
დააკვირდით გამომეტყველებას. კეთილშობილური. ღირსებით აღვსილი. უყურებს და თვალებით ეკითხება,- ნუთუ შენ, ადამიანს შეგიძლია ასეთი სისასტიკის ჩადენა. ვინ გაგზარდა... სად გაგზარდა... ვინ მოგწამლა, რომ მხეცად იქეცი."