logo_geo
eng_logo
ირაკლი გედენიძე: საშინელება იყო სისხლით მორწყული რუსთაველი...
- +

26 მაისი. 2016. 03:18


 

„ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი... და სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასარბევად გამოიყვანა. ასფალტზე მწოლიარე ხელფეხშეკრული მშვიდობიანი აქციის დასისხლიანებული მონაწილეები და სრულიად შეუიარარებელი მოქალაქეები კბილებამდე ჯავშანში ჩასმული სპეცრაზმელების პირისპირ."- ეს საშინელი ღამე 2030-თან ზაირა მიქაუტაძემ გაიხსენა.

 

„9 აპრილის მონაწილე ვარ, მოვიწამლე კიდეც, მსგავსი რამ მაშინ არ მინახავს. ისიც კი ვუთხარი, „რეზონანსის" ჟურნალისტი ვარ თქო, სპეცრაზმელებმა გაზის ბალონები გადმოიღეს და თავზე დამაცვივდა. სუნთქვა შეუძლებელი იყო, დარბევის პერიოდში ოთხჯერ დავკარგე გონება. ხალხი სრულიად დაუცველი იყო"- განაცხადა მიქაუტაძემ.


აქციაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა შალვა ოგბაიძე.


 მე ვეუბნებოდი, კაცურად გთხოვ, ჩემს თვალწინ ჩემს შვილს ნუ დააზიანებთქო, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგეგმებოდა სპეცოპერაციაყულფი" და არც ერთი ადამიანი იქიდან დაუზიანებელი არ უნდა გამოსულიყო. იყო სია იმ ადამიანების, რომელთა ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო"- იხსენებს ოგბაიძე.


ის, რაც კამერამ ვერ გადაიღო, კარგად აისახა ფოტოებზე. მიხეილ სააკაშვილის პირადმა ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ მოვლენები გადაიღო, მოგვანებით კი ის ჯაშუშობისთვის დააკავეს.


საშინელება იყო, სისხლით მორწყული რუსთაველი, პლასტმასის ხელბორკილ დადბული ხალხი უმოწყალოდ ეყარა ქუჩებში, ყველა ნაცემი იყო, ჩემი კოლეგებიც, დაიმტვრა უამრავი აპარატურა"-იხსენებს გედენიძე.


პირველი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დარბევის ღამეს გავრცელდა, მეორე დილით კიდევ ორი მსხვერპლის შესახებ გახდა ცნობილი. სააკაშვილის ხელისუფლების განცხადებით, სპეცრაზმელი და კიდევ ორი მოქალაქე, ელექტროსადენებთან შეხებით დაიღუპა.


აქციის მონაწილე ოლეგ ჟვანია იხსენებს, რომ მისგან ხელისუფლება დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას ითხოვდა.


ორი მიცვალებული იყო სახურავზე და სადენი ნაჯახით იყო გადაჭრილი. ერთი მათგანი რუსთაველის კინო-თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს, მეორე კი-ქაშუეთის ბაღში, დაადეს ხელბორკილები და შეყარეს სახურავზე. მერე კი განაცხადეს, რომ იყო დაზიანება, გადავიდა თუნუქის სახურავზე და დენმა დაარტყა ამ ორ ადამიანს. ეს იყო აბსურდი".


რუსთაველის გამზირზე სისხლი იმავე ღამეს გადარეცხეს, დილით კი სააკაშვილმა აღლუმი ჩაიბარა. 26 მაისის საქმეზე სასჯელს ქვეყნის მაშინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი იხდის. იმ ღამეს დაზარალებულები ამაღამ პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner