„NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ბუნებრივია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„NATO არის ჩვენი მისწრაფების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და მაშინ, როდესაც ჩვენ წევრი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ გვაღიარებს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს იმ წვლილის გამო, რომელიც შეგვაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, ეს ვიზიტი ერთი მხრივ, არის დამატებითი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს მნიშვნელობის ნატო-სთან მიმართებაში თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალ რანგის შეხვედრებზე საუბარი იქნება კონკრეტულ თემებზე, რომელიც საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.