logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს
- +

25 მარტი. 2019. 13:23

 

 

„ლადოს კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კიბახიძემ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ შუალედურ არჩევნებზე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, ყველა კანდიდატი არის პროფესიონალი და ისინი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

 

„ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დავამტკიცეთ ექვსი კანდიდატი - როგორც მერობის, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან.

 

ლადოს რაც შეეხება, მას კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება და დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით , კანდიდატებზე მსჯელობა კვირების მანძილზე პარტიაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, ეს იყო პარტიის საერთო გადაწყვეტილება.

 

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

 

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner