„არის კონკრეტული მექანიზმი, რომ აკუსტიკის პრობლემა მოგვარდეს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემის თაობაზე განაცხადა.
„როგორც ჩანს, ეს ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული რამდენიმე წლის წინ, როდესაც დაიგეგმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ახლა, არის კონკრეტული მექანიზმი, რომ აკუსტიკის პრობლემა მოგვარდეს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ რამდენიმე წლის წინ სოლიდური თანხები დაიხარჯა პარლამენტის სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციაზე, ირაკლი კობახიძე პასუხობს:
„აღნიშნულზე ის ოპოზიცია საუბრობს, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის პარლამენტის შენობაზე, რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი კი, ყველას მოეხსენება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.