logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: 20 წელზე მეტია ამ დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ვხვდებით...
- +

26 მაისი. 2016. 03:21



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, თუმცა წუხილით აღნიშნავს, რომ საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები შეცვლილია და ახლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების ნაცვლად, პრიორიტეტი NATO- ში შესვლა გახდა.



„გილოცავთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!!!

აგერ უკვე 20 წელზე მეტია ვხვდებით ამ დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე.

 

თუკი აქამდე სამხედრო აღლუმებზე ქვეყნის ძირითად მიზნად ხელისუფლება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას ისახავდა, ახლა NATO- ში შესვლა სახელდება სტრატეგიულ ამოცანად. ეს არის დიდი შეცდომა.

 

ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს ცხინვალი და სოხუმი და არა სადმე შესვლა თორემ დაკარგულ ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი კვლავაც აუხდენელ ოცნებებად დარჩება.

 

იმედია, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეყოლება ის ხელისუფლება, რომელიც 26 მაისის სამხედრო აღლუმს სოხუმსა და ცხინვალშიც ჩაატარებს."- აღნიშნავს მჟავანაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner