logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს სახელმწიფო მუდამ ეკლესიის სიძლიერეს მიჰყვებოდა
- +

25 მარტი. 2019. 14:28

 

 

„საქართველოს სახელმწიფო მუდამ ეკლესიის სიძლიერეს მიჰყვებოდა. როცა ეკლესია ძლიერი იყო, მაშინ იყო ძლიერი სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ზურაბიშვილი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.

 

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ეს არ იყო ავტოკეფალიის გამოცხადება. აღდგენა იყო 1500 წლის შემდეგ, რაც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ამითი ყველაფერი ნათქვამია. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო, არ ვიცით, როგორი იქნებოდა და როდის იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

საქართველოს სახელმწიფო მუდამ თავისი ეკლესიის სიძლიერეს მიჰყვებოდა. როცა ეკლესია ძლიერი იყო, მაშინ იყო ძლიერი სახელმწიფო. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, გილოცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.

 

პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner