NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, „NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ (JTEC) იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგი „NATO-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა სწავლების კონტროლის ცენტრი დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ღონისძიების ბოლოს იენს სტოლტენბერგმა ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.