logo_geo
eng_logo
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს
- +

25 მარტი. 2019. 16:05

 

 

„22 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ე.წ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, 254 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner