NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარლამენტში იმყოფება. იენს სტოლტენბერგი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
გაფართოებულ შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ამასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ასევე, იენს სტოლტენბერგი „NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც „NATO-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.