„რაღაც სირთავოზობა გვერდი შეუქმნიათ… „არა ინტელექტის ოკუპაციას“ ჰქვია... ამისთანა ტყუილებს დებენ იქ... თუკი დაუკომენტარებ, რომ ეს ტყუილია, გპასუხობენ, რომ რუსეთუმე ხარ და პუტინის მონა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე წერს და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:
„არადა, ილია ჭავჭავაძის ამ „ციტატის“ წყაროს თუ დამიდებს ვინმე, რესტორანს ვკისრულობ! ილიას მსგავსი არასოდეს არაფერი უთქვამს! უფრო პირიქით კი - შესაძლებელია!
ანუ „არა ინტელექტის ოკუპაციას“ - ეს ნიშნავს ტყუილების გავრცელებას და განსაკუთრებით მომავალი თაობის მოტყუებას?“ - წერს სვანიძე.