logo_geo
eng_logo
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა
- +

25 მარტი. 2019. 17:10

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

 

სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია NATO-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ NATO-საქართველოს სწავლებას.

 

სტოლტენბერგი საქართველოში გუშინ, 24 მარტს ჩამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner