logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: არასოდეს გამჩენია სურვილი პარტია შემექმნა...
- +

26 მაისი. 2016. 04:26



პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე მედიაკავშირი „ობიექტივის" ეთერში საქართველოში არსებულ გეო- პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე საწუხარო არსებულ ვითრებაში პარტიების სიმრავლეა, რომლებიც ქართველ მოსახლეობას ნაწილებად ყოფენ.



„ჩვენ ცოტა განსხვავებული ინერესები გვამოძრავებს პარტიებისგან. სამწუხაროდ საქართველოში არის 200-მდე პარტია.

ეს ნიშნავს, რომ ქართული სივრცე დაყოფილია 200 ნაწილად. არასოდეს გამჩენია სურვილი, რომ შემექმნა რაიმე სახის პარტია და კიდევ ერთი ნაწილი საქართველოდან მოგვეგლიჯა. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ამ ძალების კონსოლიდაცია ერთი მიზნით, ერთი იდეის ქვეშ და ეს მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოზე მორგებული.

 

როგორ ჩამოვყალიბდეთ სრულფასოვან სახელმწიფოდ? ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ეს არის განგების, უფლის ნაბოძები ის სიკეთე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, თუმცა სამწუხაროდ წორედ ამ პარტიების მეშვებით მუშაობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ."- აღნიშნავს ხონელიძე. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner