„მოხარული ვარ მამუკა ბახტაძესთან ერთად NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნის მონახულებით, ჩემთვის პატივია ვეტერან და მოქმედ სამხედროებთან შეხვედრა“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი „TWITTER“-ში წერს.
იენს სტოლტენბერგი დღეს „NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
„მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნის მონახულებით და ჩემთვის პატივია ვეტერან და მოქმედ სამხედროებთან შეხვედრა. საქართველო NATO-სთვის უნიკალური პარტნიორია და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას“, - წერს იენს სტოლტენბერგი.
NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ოფიციალურ შეხვედრები კი დღეს დაიწყო. იენს სტოლტენბერგი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა, ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.