logo_geo
eng_logo
ისრაელმა ღაზაზე სამხედრო შეტევა დაიწყო
- +

25 მარტი. 2019. 21:40

 

 

ისრაელმა საკუთარ ტერიტორიაზე, რაკეტის ჩავარდნის შემდეგ ღაზაზე სამხედრო შეტევა დაიწყო. ამის შესახებ bloomberg წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები ისრაელის სამხრეთით, საზღვართან გამოჩნდნენ.

 

ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა ჩავარდა. რაკეტა ქალაქ ქფარ საბას ჩრდილოეთ ნაწილში საცხოვრებელ სახლს დაეცა.

 

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ახალშობილია. დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად განადგურდა.

 

ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

 

ისრაელში ამბობენ, რომ კონფლიქტის ისტორიაში აღნიშნულმა რაკეტამ სავარაუდოდ ყველაზე დიდ მანძილზე იფრინა. 2014 წლის ღაზას ომის დროს, არაბული სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ყველაზე შორს თელ-ავივა-მდე მიაღწია.

 

„ეს იყო დანაშაულებრივი შეტევა ისრაელის სახელმწიფოზე და ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner