logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ კანდიდატს
- +

26 მარტი. 2019. 00:24

 

 

ფრაქცია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „TV1“-ის ეთერში განაცხადა, რომ: „ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ კანდიდატს“.

 

მისი თქმით, საუბარი იყო რამდენიმე კანდიდატზე და საბოლოო ჯამში პარტია ლადო კახაძეზე შეჯერდა.  

 

„რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი და საბოლოო ჯამში ბატონ ლადოზე შევჯერდით. თუკი ვინმეს, ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ადამიანისთვის, მე მგონი, კითხვის ნიშნები არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა, კანდიდატის პროფესიონალიზმზე და კაცთმოყვარეობაზე.

 

,,ეს არის კაცი, რომელიც კაცთმოყვარეობით,  განსაკუთრებული კოლორიტით გამოირჩევა. მეტად ღირსეული ადამიანი გვინდოდა, რომ ყოფილიყო კანდიდატი  და ასეთი ლადო კახაძე ნამდვილად არის. ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება და  შეგვეკამათება.  ეს არის კაცი, რომელიც ბევრ რამეს გასწავლის პროფესიონალიზმით,  მჭერმეტყველებით, გამჭრიახი გონებით, სწორი ცხოვრების სტილით, რაც მან გამოიარა, და რაც მთავარია, განწყობით.  ყველაფერი ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს.  ვფიქრობ, რომ პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს. მით უმეტეს, ის არის "ქართული ოცნების" მხრიდან წარდგენილი კანდიდატი, ეს ორი ფაქტორი იმდენად შეავსებს ერთმანეთს, რომ  აქ კითხვის ნიშნები, მე მგონი, არ იქნება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner