logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: ჩვენს ულამაზეს ქვეყანას ვულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს
- +

26 მაისი. 2016. 10:10


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა რუსთაველის გამზირზე, გარემოს დაცვის სამინისტროს სტენდთან სტუმრობისას განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი დღესასწაული უნდა იყოს ეს დღე, რადგან მხოლოდ თავისუფალ ქვეყანას და ადამიანებს შეუძლიათ, მიაღწიონ წარმატებას, სრულყოფას და პროგრესს.



გიგლა აგულაშვილმა საქართველოს 26 მაისი, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა და სამინისტროს მიერ წარდგენილი სტენდები დაათვალიერა.



მინდა, ჩვენ ულამაზეს ქვეყანას მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი. ისტორიის ამ პატარა მონაკვეთს თვალი რომ გადავავლოთ, აშკარად ჩანს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროგრესი. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, მინდა, ისინი აღივსონ მომავლის იმედით", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner