ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, - ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილება ძალაში 25 მარტს შევიდა.