ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიტველი ხალხის სახელით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ულოცავს.
„საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლური ერების საზოგადოებისკენ მიმავალი გრძელი გზა გაიარა. საერთო ღირებულებებმა, თავისუფლების სიყვარულმა და დემოკრატიულმა არჩევანმა გადააქცია საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად.
ლიტვა გააგრძელებს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საქართველოს მჭიდრო კავშირების აქტიურ მხარდაჭერას. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას ერთიანობას და კონსოლიდაციას თავისი არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, რაც წარმატებულ უსაფრთხო ევროპული სახელმწიფოს შენებას გულისხმობს", - ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის განცხადებაში.
დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს წარმატება, კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.