სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს „ტვიტერით" ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს", - წერს პეტრო პოროშენკო.
მოლოცვის ტექსტი გამოაქვეყნა „ტვიტერზე" ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემაც.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!" - წერს დალია გრიბაუსკაიტე.