საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისს სხვადასხვა ქვეყნიდან უმაღლესი დონის დელეგაციები ეწვივნენ.
დელეგაციების წარმომადგენლები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. კერძოდ, დაესწრებიან საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას, დაატვალიერებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას, დღის ბოლოს კი დაესწრებიან კონცერტს.
საქართველოს ესტუმრნენ ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიანე; სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი ჰერმინე ნაღდალიანი; უკრაინის რადას დელეგაცია, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია; ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის ვიცე-სპიკერი ჰილიკ ბარი და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პირველი ვიცე-სპიკერი პრემიშ ლსობოტკა.