logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

26 მარტი. 2019. 17:27

 

22 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.კ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, 8 647.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 134.7 გრამი) გამოავლინეს.

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8 647.84 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner