ურეკში თანამედროვე დიზაინის საკონცერტო დარბაზი შენდება. წინასწარი ინფორმაციით, მას 26 მაისს გრანდიოზული კონცერტით გახსნიან. პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს.
საკონცერტო დარბაზი 10 ათას მაყურებელზეა გათვლილი. ის აღჭურვილი იქნება ლითონის კონსტრუქციის მოძრავი სახურავით, რომელსაც კომპანია "ელიტაბურჯი" აკეთებს.
ურეკის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაოები დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაჯდა.