პარლამენტარი ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს. ლუკა კურტანიძე თბილისის საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივას, რომ ცილისწამების მუხლი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაბრუნდეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს და ვინც არ არის ამ ინიციატივის მომხრე, ვურჩევ, სულხან-საბას „ენით დაკოდილი" წაიკითხონ! ამასთანავე, კითხვას დავუსვამ დემოკრატიის ვაი-გუშაგებს - რა მნიშვნელობა აქვს, ტყვიით მოგკლავენ თუ ტყუილი სიტყვით, ანუ ცილისწამებით??! (უსინდისო, არარაობა ადამიანებზე არ ვსაუბრობ, ვამბობ ღირსეულ ადამიანებზე, რომლებიც სიტყვით ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ). ეს სისასტიკე გავიარეთ ნაცებისა მიშისტების დროს, როცა ადამიანებს ცილს სწამებდნენ და შემდეგ პიროვნებას ანადგურებდნენ! ყველა უსაფუძვლო ანუ მტკიცებულების გარეშე ადამიანის დადანაშაულება დასჯადი უნდა გახდეს და გახდება კიდეც! აღშფოთებული ვარ... დამთავრდა საქართველოში ცილისწამების ხანა! დამთავრდა!!! წაიკითხეთ სულხან-საბას „ენით დაკოდილი", - წერს ლუკა კურტანიძე.
იხილეთ:
ირაკლი სესიაშვილი: ცილისწამება რომ დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და მე ამის მომხრე არ ვარ!
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=919