კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„26 მაისი განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის. ვულოცავ ქართველ ხალხს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. მჯერა, რომ მალე დადგება დრო და ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად - ქართველები, აფხაზები, ოსები ვიზეიმებთ 26 მაისს.
დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობის გზას ადგას, რაც საბოლოოდ გამარჯვებისკენ მიგვიყვანს. დამოუკიდებლობა ქართველი ხალხის დიდი მონაპოვარია და მას გაფრთხილებას სჭირდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ის, რისთვისაც ვიბრძოდით საუკუნეების განმავლობაში, ერთიანი ძალისხმევით და თანადგომით კი შევძლებთ საქართველოს უკეთესი მომავალის მშენებლობას", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.