logo_geo
eng_logo
სადახლოზე, სარფსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

26 მარტი. 2019. 18:14

 

„14-24 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, დ.ლ.-ს, მ.ჯ.-სა და ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (23 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (0.17 გრამი) გამოვლინდა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლების I ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

 

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner