logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ეს ისეთი შესაძლებლობაა, რისი უფლებაც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებში ერთხელ ეძლევა
- +

26 მარტი. 2019. 19:47

 

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

 

„ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან ევროსაბჭოს 48 წევრი ქვეყანა ჰყავს და თითოეული მათგანი ევროსაბჭოს რიგითობით თავმჯდომარეობს. საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდი ნოემბრიდან დაიწყება. ეს ისეთი შესაძლებლობაა, რისი უფლებაც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებში ერთხელ ეძლევა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

ვიცესპიკერის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტობის განმავლობაში საქართველოს პრიორიტეტი ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით მუშაობის გაძლიერება იქნება, თუმცა ჩუგოშვილი დასძენს, რომ ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებაც.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner