საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტის შესახებ წერს.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საინფორმაციო ხმაურის უკან, ერთი ფუნდამენტალური კითხვა დგას, კერძოდ, რომელ ტვირთებს მოესახურება ეს პორტი. გასაგებია, რომ ტვირთები ძირითადად ჩინური შეიძლება იყოს. რამდენადაც ვიცი, არანაირი წინასწარი შეთანხმება რომელიმე ჩინელ ოპერატორთან არ არსებობს. ხოლო სახელმწიფომ 400 მილიონიან გარანტიას აძლევს ინვესტორებს, რომ ეს ტვირთები იქნება.
გარდა ამისა, საუბრონენ იმაზე, რომ რუსეთი საშინლად გაღიზიანებულია ამ პროექტით. მამუკა ხაზარაძის ინტერვიუში "ფორბსთან " მოვისმინე, რომ ინვესტორები რისკავენ იმის გამო, რომ რუსეთმა შეიძლება 4 კილომეტრიან ზონაზე მცოცავი აგრესია განახორციელოს. კი, მაგრამ, თუ რუსეთი ასეთი გაღიზიანებულია, რა ძალა შეუშლის მას ამის გაკეთებას? რუსეთის მოქმედებაზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ ინვესტორების წინაშე? ან რა შეგვრჩება ჩვენ ისეთ შემთხვევაში, თუ ჩინელებს რუსები მოელაპარაკებიან, ტვირთების გატარებაზე ან თუნდაც ნაწილის გასატარებლად ჩინელები სამხრეთის მარშრუტს აირჩევენ? შეცვლილი ლანდშაფტი და უზარმაზარი ზარალი. ამ საკითხზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა წინასწარ და ერთმანეთის წამხედურობით და შიშით კოლექტიური ძახილი, რომ ანაკლიის პროექტი გადაგვარჩენს, ძალიან ცუდ მოგონებებს აღძრავს. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს იმ ყბადაღებული გახარიას წერილის ბედი. როგორც ვიცი, მისი "ორიგინალი" ლონდონში იყო გაგზავნილი.
წერილის შინაარსი, თუ ის გახარიას მიერ არის დაწერილი, აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. იმ შემთვევაში, თუ იგი არ არის გახარიას მიერ დაწერილი, საქმე გვაქვს ცრუ დასმენასთან. ვინაიდან განზრახ ადანაშაულებს ადამიანს ქმედებაში „რომელიც მას არ ჩაუდენია და ამისთვის ქმნის ცრუ მტკიცებულებებს.
მუხლი 373. ცრუ დასმენა
ა) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით;
ბ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
ამიტომ კეთილი ინებოს ბატონმა თადუმაძემ და იზრუნოს, რომ გაარკვიოს საქართველოს მოსახლეობა, საქმის ვითარებაში.
არ შეიძლება ჯერ საჯაროდ ასეთი ურთიერთბრალდებები გვესმოდეს და შემდეგ ყველაფერი იჩქმალებოდეს კულუარულად", - წერს სოსო მანჯავიძე.