logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- +

26 მაისი. 2016. 11:27


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


მილოცვაში არტურ რასიზადე ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობს, რომელიც წარმატებით ვითარდება.


„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერების თანამშრომლობა და ტრადიციული კავშირები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა პირადად თქვენ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner