ავტორი მარიკო რიჟამაძე
საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ქართველმა ხელოვანებმა საჭიროდ ჩათვალეს ალტერნატიული ორგანიზაციის დაფუძნება. მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი“ საზოგადოების აზრით დაინტერესდა. გთავაზობთ გამოკითხვას: რას ფიქრობენ საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელები, არის თუ არა საავტორო უფლებები საქართველოში დაცული?
„როგორც ვიცი, ეგ ძალიან რთული პრობლემაა, შეიძლება არსებობდეს რაღაც კანონი, მაგრამ მისი ასრულება არ ხდება, შესაბამისად, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული და მგონია, რომ არ არის დაცული საავტორო უფლებები“, - აცხადებს მარკეტოლოგი ანი ციცქიშვილი.
„ვერ გეტყვით“,- აცხადებს პენსიონერი ნანული სამხარაძე.
„ჩემი აზრით, არ არის დაცული“ ,- აცხადებს სტუდენტი ელენე ტალახაძე.
„მე მგონი, სრულყოფილად არ არის“, - აცხადებს პედაგოგი ელენე პაპავა.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ მთლად წესრიგი რომ არ არის, ეს გარკვეულია“,- აცხადებს პენსიონერი ნელი ნუცუბიძე.
„დღევანდელ დღეს დაცული არაფერი არ არის“,- აცხადებს პედაგოგი ნელი კაპანაძე.
„არაფერი არ არის დაცული“,- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
„ალბათ, არა“,- აცხადებს ჟურნალისტი თამუნა ჭარელიძე.
„არა მგონია, დაცული იყოს“, - აცხადებს ეკონომისტი გოჩა მოსულიშვილი.
„არ არის დაცული“,- აცხადებს დიპლომატი გურამ სონიშვილი.
„ხშირ შემთხვევაში არ არის დაცული, ხანდახან ხდება ხოლმე, როდესაც კარგი კომპანიები არიან“,- აცხადებს სადაზღვევო აგენტი გვანცა ირემაშვილი.
„ნაკლებად არის დაცული“, - აცხადებს სტუდენტი ირაკლი თანდილაშვილი.
„ალბათ, დაცულია“,-აცხადებს პენსიონერი ვაჟა წერეთელი.
„საერთოდ არ იციან, საავტორო უფლებები რას ნიშნავს ამ ქვეყანაში, საავტორო უფლებებთან ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს“,- აცხადებს მხატვარი ვახტანგ ქუთათელაძე.
„ჩემი აზრით, საავტორო უფლებები არ არის დაცული“,- აცხადებს ფარმაცევტი ნესტან ნოზაძე.
„საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველაფერი დაცულია, როგორც ამ დროისთვის შეგვეფერება“, -აცხადებს პედაგოგი ნელი ბიბილაშვილი.
„ჩემი აზრით, არა, იყო რაღაც ხმები, რომ საავტორო ტექსტებს იპარავენ“, -აცხადებს ტექნოლოგი სოსლან ხარბედია.
„ნამდვილად არ არის დაცული, თუმცა დაცვა საჭიროა“,- აცხადებს პენსიონერი გივი კუჩკუაშვილი.