საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის მეთაური ქობულეთში 14:00 საათზე, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს და პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.
პრემიერ-მინისტრი აჭარის რეგიონში სტუმრობისას, ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნობა.
დღის ბოლოს, 19:00 საათზე, მამუკა ბახტაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება, რასთან დაკავშირებითაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „KLDIASHVILI.GE“ პრემიერა გაიმართება.