logo_geo
eng_logo
87 წლის ასაკში მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
- +

27 მარტი. 2019. 01:30

 

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნოდარ მგალობლიშვილის შვილმა წერს.

 

1976 წლიდან ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია, ხოლო 1979 წლიდან სახალხო არტისტი. 2016 წლიდან ის, ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

 

ნოდარ  მგალობლიშვილი რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". ასევე, ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში".

 

ნოდარ მგალობლიშვილმა კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის "სიყვარულის ფორმულაში" გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის "ზღვის მაშვრალში", ზაზა ილურიძის "ანთიმოზ ივერიელში", რუსულ ტელესერიალში "სახელად ბარონი" და სხვ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner