logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: დაუშვებელია პესიმიზმი , აუცილებლად გვეშველება,!
- +

27 მარტი. 2019. 01:42

 

“პატრიოტთა ალანსი”-ს ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბოლო სამი დღეა ქუთაისში ვარ, დავდივარ ფეხით, ვხვდები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს, ვსაუბრობთ კამერების გარეშე: სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, უსახლკარობაზე, განათლებაზე, წამლების გაზრდილ ფასზე, სოხუმსა და ცხინვალზე. მთავარი კითხვა, რომელსაც ინსტიქტურად მისვამენ- გვეშველება რამე?

 

მესმის, ხალხში რწმენა გაიბზარა. მესმის, არავის აღარავისი არ სჯერა. მესმის, მიდის ყოველწამიერი ბრძოლა, ფიზიკური გადარჩენისათვის, კიდევ ბევრი რამ მესმის. ხალხი მართალია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წინაშე.  უიმედობის მიზეზები მესმის, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა ვიომოთ, ჩვენი შვილებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. დაუშვებელია პესიმიზმი, ხელისჩაქნევა. გვეშველება, აუცილებლად გვეშველება, თუ ხალხი ხელისუფლებას პატივისცემას აიძულებს. ვერსად გაიგებ სიმართლეს ისე და იმგვარს, როგორც ხალხში. იმსახურებს ჩვენი ხალხი, ეს დაღლილი ხალხი პატივისცემას, სიყვარულს, უკეთეს მმართველობას“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner